ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია
Aa
Aa

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასპინძელი საქართველო იქნება“ - EJU-ს პრეზიდენტი

2026 წელს საქართველოში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების Facebook-გვერდზე ევროპული ძიუდოს კავშირის (EJU) პრეზიდენტის, ლასლო ტოთის კომენტარიც ვრცელდება.

რას ამბობს ტოთი:

„უაღრესად ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რადგან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე. მჯერა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა სპორტის ამ სახეობაში. ქართველ ხალხს უყვარს და ესმის ძიუდო. მჯერა, რომ 2026 წელს წამყვან სპორტსმენებთან ერთად დაუვიწყარ ტურნირს ჩავატარებთ“.

წინასწარი ინფორმაციით, ტურნირი 2026 წლის აპრილში გაიმართება. ცნობისთვის, გადაწყვეტილება ოფიციალურად ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამოცხადდა, სადაც 2023 წლის ჩემპიონატი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ჩათვლაში 7 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო - მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი პირველი ადგილი დაიკავეს, გუნდურ შეჯიბრში კი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკანოვკისთან ჩხუბზე უარი თქვა“ - ჯო როგანმა თოფურიაზე ისაუბრა
„ვოლკანოვკისთან ჩხუბზე უარი თქვა“ - ჯო როგანმა თოფურიაზე ისაუბრა