თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ტურის ოცნების გუნდში | შენგელიას აღიარება იტალიაში

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, Lega A-ს 29-ე ტურში, „ვირტუს ბოლონია“ „ტორტონას“ დაუპირისპირდა. თორნიკე შენგელიას გუნდმა 84:77 იმარჯვა და ქართველი მძიმე ფორვარდი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

29-ე ტურის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებმა ოცნების გუნდი აირჩიეს და შენგელია სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. თოკოს გარდა, ქომაგებმა პეიტონ უილისი, ანდრეა ჩინკარინი, ნიკოლო მელი და შეივონ შილდსი გამოარჩიეს.

ცნობისთვის, შენგელიამ „ტორტონასთან“ პარკეტზე 26 წუთი გაატარა და შეხვედრა 15 ქულით, 6 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო სროლა გამოიყენა. პერიმეტრიდან ორივეჯერ უშედეგოდ შეუტია, მის პასივში კი ერთი დაკარგვა და სამი ჯარიმა იყო.

ცნობისთვის, 21 მოგებითა და 8 წაგებით „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ზუსტად ამდენივე მოგება და წაგება აქვს „ოლიმპია მილანოს“, თუმცა ბოლონიელები მეტოქეზე წინ ქულების უკეთესი შეფარდებით არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან