ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ბრაიან ორტეგა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ულტიმატუმი ჰოლოუეის | თოფურია ორტეგასთან ჩხუბზე სერიოზულად ფიქრობს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია The Webpositer Podcast-ის სტუმარი იყო და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. „ელ მატადორმა“ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ მაქს ჰოლოუეი BMF-ის (Baddest Motherfucker) ქამარს არ ჩამოვა, „დალოცვილთან“ არ იჩხუბებს და მზადაა, შანსი ბრაიან ორტეგას მისცეს.

„ერთადერთი, რაც ჰოლოუეის რელევანტურს ხდის, BMF-ის საჩემპიონო ქამარია. მაქსი ამბობს, რომ კონტრაქტს ხელი მოვაწერო და მასთან ჩხუბს დავთანხმდე. ჩამოვიდეს ქამარს და არანაირი პრობლემა არ მექნება. მას უნდა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის იჩხუბოს და BMF-ის ტიტული გვერდზე გადადოს? ჩემთან რომ წააგოს, ისევ BMF-ის ქამრის მფლობელი იქნება და ეს რა ლოგიკაა? ეს BMF-ური ქცევაა? ასე არ ვფიქრობ.

თუ BMF-ის ქამრის მოპოვების საშუალება არ მექნება, სხვა ვარიანტებს განვიხილავ. ალექსანდრ ვოლკანოვსკისთვის რევანშის აღების საშუალების მიცემა ერთ-ერთი მათგანია, თუმცა, ვოლკთან ჩხუბამდე, ბრაიან ორტეგასთან მექნება ბრძოლა. ორტეგამ ერთ ჩხუბში გააკეთა ის, რაც ჰოლოუეიმ სამ ბრძოლაში ვერ შეძლო და ვოლკანოვსკის დაფინიშებასთან ძალიან ახლოს იყო. ბრაიანმა ბოლოს იაირ როდრიგესს მოუგო და კარიერაში რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოუპოვებია. ასე რომ, ორტეგა ერთ-ერთი ვარიანტია“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში გამართა და ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა. ორტეგას რაც შეეხება, მან იაირ როდრიგესს მახრჩობელა ილეთით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 რეალურია - კიტეიშვილის სერბეთში ტრანსფერის შანსი მიზერულია
ტოპ 5 რეალურია - კიტეიშვილის სერბეთში ტრანსფერის შანსი მიზერულია