ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ჯამალ მიურეი, მაიკლ პორტერ ჯუნიორი
Aa
Aa

ლებრონის ლეიკერსისთვის პლეიოფი დრამატულად დასრულდა | მიურეის სერიის მომგები სროლა

ლებრონ ჯეიმსი საჩემპიონო ბეჭდისთვის ბრძოლას პლეიოფის პირველ რაუნდში გამოეთიშა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია და კოლორადოელებთან სერიაში 1:4 დამარცხდა. „დენვერისა“ და „ლეიკერსის“ დაპირისპირების მე-5 შეხვედრა „ნაგეთსის“ საშინაო არენაზე გაიმართა და კიდევ ერთი საოცარი ფინიში ვიხილეთ.

მატჩის უდიდესი ნაწილი ქულა-ქულაში წარიმართა და ლიდერი 16-ჯერ შეიცვალა, ფრე კი 10-ჯერ დაფიქსირდა. საფინალო სირენამდე 1 წუთითა და 33 წამით ადრე, ლებრონის გუნდი 104:103-ს იგებდა, რასაც ჯამალ მიურეის სამქულიანი და „დენვერის“ 2-ქულიანი უპირატესობა მოჰყვა - 106:104.

„მეფემ“ მიურეის საჯარიმოებით უპასუხა და თამაშის დასრულებამდე 26 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა, შეტევა კი „ნაგეთსს“ ჰქონდა. „დენვერის“ გადამწყვეტი ტყორცნა მიურეიმ შეასრულა და საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე, საკუთარი გუნდი ორი ქულით დააწინაურა. „ლეიკერსს“ ტაიმაუტი არ ჰქონდა და თამაში სწრაფად განაახლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დასანანი მარცხი იწვნია.

მიურეიმ „ლეიკერსს“ გამარჯვების მომტანი ბურთი ამ სერიაში მეორედ ჩაუგდო და შეხვედრა 32 ქულით, 7 ასისტითა და 3 მოხსნით დაასრულა. ნიკოლა იოკიჩს 25 ქულა, 20 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 26 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა. „ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო 39 წლის ჯეიმსი იყო, რომელმაც პარკეტზე 44 წუთზე მეტი გაატარა - 30 ქულა, 9 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა. ოსტინ რივზს 19 ქულა ჰქონდა, ენტონი დევისმა მატჩი 17 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა.

ცნობისთვის, „დენვერ ნაგეთსის“ მომდევნო მეტოქე უკვე ცნობილია და იოკიჩი და კომპანია „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდებიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გავიდა და თამაშიც ჩავარდა. ხაუმე მამარდა არაა“ - ესპანური მედიის შეფასება
„გავიდა და თამაშიც ჩავარდა. ხაუმე მამარდა არაა“ - ესპანური მედიის შეფასება