გიორგი მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი
Aa
Aa

„გავიდა და თამაშიც ჩავარდა. ხაუმე მამარდა არაა“ - ესპანური მედიის შეფასება

ლა ლიგის 33-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 4:2 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართველი მეკარე პირველი ტაიმის მიწურულს დაშვებული შეცდომის გამო მოედნიდან გააძევეს. მამარდას გაძევებამდე „ვალენსია“ 2:1-ს იგებდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანურმა მედიამ გიორგი მამარდაშვილის გაძევების ეპიზოდი შეაფასა.

AS.com:

გიორგი მამარდაშვილმა წითელი ბარათი 45-ე წუთზე, საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო  მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის 21 მაისის შემდეგ „მესტალიაზე“ პირველ შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას. მამარდაშვილმა გასულ სეზონში ყველა შესაძლო წუთი ითამაშა და ამ მაჩვენებლის გამეორებასთან ახლაც ახლოს იყო, მაგრამ წითელი ბარათის გამო ის მომავალ კვირას, „ალავესის“ წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრას გამოტოვებს.

მის შემცვლელ ხაუმე დომენეკს სათამაშო გამოცდილება ფაქტობრივად არ ჰქონია. ის მხოლოდ კოპა დელ რეის რამდენიმე შეხვედრაში ვიხილეთ, მას გასულ სეზონშიც არ უთამაშია. მისი უთამაშებლობა შედეგზეც აისახა და ისეთი ბურთები გაუშვა, რომელსაც მამარდაშვილი უპრობლემოდ იგერიებს. ქართველი მეკარე გაძევებამდე იდეალურ თამაშს ატარებდა. კარგი იყო როგორც მაღალ, ისე დაბალ ბურთებზე. მოედნიდან გავიდა და „ვალენსიაც“ ჩავარდა.

Eldesmarque:

მამარდაშვილმა ბურთი მშვიდად, ზეწოლის გარეშე მიიღო, მაგრამ მისი კონტროლი სადღაც გაქრა და ბურთს ლამინე იამალი დაეუფლა. „ბარსელონას“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა დრიბლინგი სცადა, თუმცა, ქართველმა ბურთის ჩაჭრა სცადა, რა დროსაც მკლავში მოხვდა. ეპიზოდი მსაჯებმა ვერ დაინახეს, თუმცა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მამარდაშვილს წითელი ბარათი უჩვენეს.

ქართველი მეკარის გაძევება ისტორიული ხასიათის არის. 2007 წლის შემდეგ, ის „ვალენსიას“ პირველი მეკარეა, რომელიც მოედნიდან გააძევეს. 2007 წელს წითელი ბარათი სანტიაგო კანისარესმა მიიღო, ეს კი მე-8 წუთზე, „ლევანტეს“ წინააღმდეგ მოხდა.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა წითელი ბარათი „ვალენსიაში“ ყოფნის პერიოდში პირველად მიიღო. ქართველი მეკარე 5 მაისს, „ალავესთან“ მატჩს გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვერდით ვიდექი და მისი რეაქცია კარგად დავინახე“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარას შეცვლის ეპიზოდზე
„გვერდით ვიდექი და მისი რეაქცია კარგად დავინახე“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარას შეცვლის ეპიზოდზე