იოზილი მზადაა
Aa
Aa

იოზილი მზადაა "ბარსელონაში" გადავიდეს! რას ითხოვს ის "ბარსასგან?

რამდენიმე დღის წონ დაიწერა, რომ "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მესუთ იოზილის შეძენა სურს.

დღეს კი მადირდულმა AS-მა დაწერა, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა კატალონიელებს თავისი პირობები გააცნო, რომლის შესრულების შემთხვევაში ის "კამპ ნოუზე" გადასაბარგებლად მზადაა.

29 წლის იოზილმა "ბლაუგრანას" ხელფასის სახით კვირაში 370 ათასი ევროს გადახდა მოსთხოვა. მას, ასევე სურს, რომ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კლუბისგან ბონუსის სახით გარკვეული თანხაც მიიღოს. როგორც წყარო ამბობს, ეს "ბარსასთვის" პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც მოგეხსენებათ იოზილი 2010-2013 წლებში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა და ამჟამად, მას სამეფო კლუბის მოსისხლე მტრის ბანაკში გადაბარგების საკმაოდ დიდი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ იოზილს "არსენალთან" გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება და ის თავისუფალი აგენტი ხდება. თუ, "მეთოფეები" მას იანვარში ტრანსფერზე არ დააყენებენ, ამ შემთხვევაში მის სანაცვლოდ ერთ ცენტსაც ვერ მიიღებენ. როგორც ცნობილია, "ბარსა" იოზილის სანაცვლოდ 20 მილიონისა და დამატებით ანდრე გომეშის დათმობას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები