ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

„შესანიშნავი ჩემპიონია, მაგარი კრივი აქვს“ | რა თქვა ჟოზე ალდომ ილიაზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჟოზე ალდომ ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბრაზილიელმა მებრძოლმა ინტერვიუ შაკიელ მაჰჯურის მისცა და „ელ მატადორისა“ და მაქს ჰოლოუეის პოტენციურ ჩხუბზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ახლახან ვნახეთ ჰოლოუეი, რომელმაც მონაწილეობა საოცარ ბრძოლაში მიიღო და ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბრწყინვალე შოუ დადგა. მაქსს თავისუფლად შეუძლია, მსუბუქი წონა დააფიქსიროს და იქ დარჩეს. თოფურიას რაც შეეხება, ილია შესანიშნავი ჩემპიონია, რომელსაც ბრწყინვალე კრივი აქვს და მისი ჩხუბის ყურება აღფრთოვანებას იწვევს. ვფიქრობ, მათი ბრძოლა ძალიან საინტერესო და მასშტაბური მოვლენა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან, BMF-ის საჩემპიონო ქამრისთვის გამართა და მათი ჩხუბი მსუბუქი წონითი დივიზიონის ფარგლებში გაიმართა. „დალოცვილს“ ჯერ არ გადაუწყვეტია, მომავალში რას იზამს და როგორც თავად განაცხადა, რამდენიმე ვარიანტი აქვს. ერთ-ერთი ილიასთან ჩხუბია.

ალდოს რაც შეეხება, ლეგენდარულმა მებრძოლმა ბოლოს მერაბ დვალიშვილთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. „მანქანასთან“ წაგების შემდეგ, ალდომ კრივში სცადა ბედი, UFC-ში მისი დაბრუნება კი UFC 301-ის ფარგლებში შედგება, რომელსაც თბილისის დროით, 5 მაისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში
ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში