ბარსელონა, ვალენსია, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“მიზანი მეორე ადგილზე გასვლაა“ - ჩავი ვალენსიასთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ „ვალენსიას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ვფიქრობ კარგ ფორმაში ვართ. მიზანი მეორე ადგილზე გასვლაა. „ვალენსია“ სოლიდური მეტოქეა. ბარახამ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და 3 ქულის მოპოვების იმედი მაქვს. ვიტორ როკესთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. წინ 6 მატჩია და ამის შემდეგ განვიხილავთ მის მომავალს.

ამ კვირაში ძალიან კარგად ვივარჯიშეთ, რადგან ბევრი დრო გვქონდა. ახალი ენერგიებით ვარ სავსე და მომავალ სეზონს მთელი მონდომებით ველოდები. პედრი სათამაშოდ 100%-ით მზად არის. სამწუხაროა, რომ პირველ ადგილზე გასვლის შანსი აღარ გვაქვს.

მომავალი სეზონის სელექციაზე ვერაფერს გეტყვით. მე მჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში დამეხმარებიან. დე იონგი ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია. სამწუხაროდ მან ამ სეზონში 3-ჯერ მიიღო ტრავმა და საკუთარი თავის წარმოჩინებაში ხელი შეუშალა.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩავი ერნანდესმა „ბლაუგრანადან“ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ლაპორტასთან და დეკუსთან საუბრის შემდეგ, დარჩენა არჩია.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ და „ვალენსიას“ მომავალი დაპირისპირება 29 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეტიცია ლოპეტეგის წინააღმდეგ - მილანის გულშემატკივრების პროტესტი
პეტიცია ლოპეტეგის წინააღმდეგ - მილანის გულშემატკივრების პროტესტი