ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი, ნიუ ინგლენდი
Aa
Aa

დუბლი და საგოლე პასი - მესიმ ნიუ ინგლენდთან გაიბრწყინა

MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამი“ „ნიუ ინგლენდს“ ესტუმრა და მარტივად 4:1 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება ლეო მესის ბენეფისად იქცა.

ანგარიში პირველივე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. ამის შემდეგ, სტუმრები გააქტიურდნენ და 32-ე წუთზე მესიმ წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში კვლავ „ინტერ მაიამი“ აქტიურობდა და 68-ე წუთზე არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა.

ბექჰემის გუნდი ამაზე არ გაჩერდა. 83-ე წუთზე მესის აქტიურობას კვლავ გოლი მოყვა. მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და დამატებაზე კრემასკიმ გაიტანა. 89-ე წუთზე კი საბოლოო წერტილი ლუის სუარესმა დასვა, რომელსაც საგოლე პასი მესიმ გაუკეთა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ბექჰემის გუნდი სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ცინცინატის“ 3 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება ლიონელს, ვეტერანმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გმირები დაბრუნდნენ - ლესტერი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
გმირები დაბრუნდნენ - ლესტერი პრემიერ ლიგაში ითამაშებს