გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 4 წუთი - ორლანდომ კლივლენდს მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

NBA-ში ფლეი-ოფის 1/8-ფინალში „ორლანდომ’’ შინ „კლივლენდი’’ 112:89 დაამარცხა. ამ გამარჯვებით გოგა ბითაძის გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ჯამალ მოსლიმ ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დრო მისცა, გოგამ პარკეტზე 4 წუთი და 10 წამი გაატარა, მის აქტივში 1 შედეგიანი გადაცემაა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა ჩუმა ოკეკემ გამოიყენა. ასევე გეტყვით, რომ გოგას სერიის პირველ ორ შეხვედრაში არ უთამაშია, მესამე მატჩში პარკეტზე 5 წუთი და 35 წამი გაატარა, 3 მოხსნითა და 1 პასით დაეხმარა გუნდს.

„ორლანდოში'' საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, 34 ქულა ჩააგდო, 13 მოხსნა და 4 პასი შეასრულა.

გუნდები სერიაში კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ, პირველ მაისს „კლივლენდი’’ „ორლანდოს’’ მიიღებს, სერიის მე-6 მატჩი ორლანდოში 4 მაისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები