გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ამ კომპონენტში საუკეთესოა - მამარდას უნიკალური შედეგი ლა ლიგაში

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თერთმეტმეტრიანიების მოგერიების მაჩვენებლით საუკეთესო გოლკიპერია.

„ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სპეციალური სტატია მოამზადა, რომელშიც ქართველი მეკარის სტატისტიკა არის მოყვანილი.

რას ვკითხულობთ სტატიაში:

„ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი აგრძელებს კარიერული მიღწევების დაგროვებას. თბილისელმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია - 3.

ესპანეთის მთავარი დივიზიონის ისტორიაში, „ვალენსიას“ კარში 423 პენალტი დაინიშნა. აქედან, 284 გოლი გავიდა, 93 ასცდა, 46 კი მეკარემ მოიგერია. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიის მიხედვით, ყველაზე მეტი პენალტი „ვალენსიას“ მეკარეებს აქვთ მოგერიებული.

სწორედ ამ მონაცემების გათვალისწინებით, გიორგი მამარდაშვილმა სპორტულ კარიერაში კიდევ ერთ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში გიორგი მამარდაშვილმა ყველაზე მეტი, 3 პენალტი მოიგერია. გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშისა და დაცვის ხაზის სწორედ მოქმედების წყალობით, „ვალენსია“ ლიგაში მესამე გუნდია, რომელსაც ყველაზე ცოტა - 32 გოლი აქვს გაშვებული. ამას ისიც მოწმობს, რომ ამ სეზონში მამარდაშვილმა 12-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ვალენსიელი მეკარე გახდა ერთ-ერთი იმ კიპერთაგან, რომელმაც ლა ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან - 69. ამავდროულად, ის მარტის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაშიც იყო შეყვანილი.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 32-ვე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა, 34 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 12 შეხვედრაში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი დათმობაზე მიდის?! - ჯუღელს ნეაპოლში უახლოეს დღეებში ელოდებიან
ნაპოლი დათმობაზე მიდის?! - ჯუღელს ნეაპოლში უახლოეს დღეებში ელოდებიან