ბარსელონა, რონალდ არაუხო
Aa
Aa

არაუხოს ზაფხულში გაუშვებენ? - მისი გარემოცვა ნერვიულობს

კატალონიის „ბარსელონას“, რომ ფინანსური პრობლემები აქვს ეს ახალი არავისთვის არის. ესპანური მედიის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბლაუგრანა“ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

კატალონიური გამოცემა Barcablaugranes იუწყება, რომ ერთ-ერთი წამსვლელი შესაძლოა რონალდ არაუხო იყოს.

წყაროს ცნობით, ურუგვაელ უკანახაზელს გუნდში დარჩენა სურს, თუმცა ბარსას ფინანსურ პრობლემებს იაზრებს და ეგუება საუბარს იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა გაყიდონ.

ამის პარალელურად, არაუხოს გარემოცვა შეშფოთებულია იმ სპეკულაციებით, რომ შესაძლოა რონალდმა ზაფხულში „ბარსელონა“ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ არაუხოს გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

ასევე ცნობილია, რომ შესაძლოა „ბლაუგრანამ“ ფრენკი დე იონგი გაყიდოს. გასული წლის ზაფხულში, მისი გადაბირებით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებოდა, თუმცა ჩავი ერნანდესმა მისი დარჩენა მოითხოვა.

ასევე გეტყვით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბერნარდუ სილვა „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს. მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა. პორტუგალიელის ტრანსფერისთვის „ბარსელონა“ და „პარი სენ ჟერმენი“ იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: “ჰოლანდს პრობლემები აქვს“
გუარდიოლა: “ჰოლანდს პრობლემები აქვს“