თორნიკე შენგელია
Aa
Aa

სეზონის სიმბოლური ნაკრები | შენგელიას შანსი საუკეთესოთა შორის მოსახვედრად

ევროლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა და გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა დაიწყო. ქომაგებმა სეზონის სიმბოლური ნაკრები უნდა დაასახელონ და MVP გამოარჩიონ. გამოკითხვა ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს და შეგიძლიათ, თორნიკე შენგელიას მხარი დაუჭიროთ.

გულშემატკივრები, რომელთა ხმებსაც საერთო შედეგებში 25%-იანი წილი ექნება, რჩეულებს 9 მაისამდე დაასახელებენ. მოგვიანებით მათ დაემატება მწვრთნელების, გუნდების კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგები.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიამ“ რეგულარული სეზონი 17 მოგებითა და ამდენივე წაგებით დაასრულა და მე-10 ადგილი დაიკავა. იტალიელებმა პლეი-ინის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და პირველ შეხვედრაში „ანადოლუ ეფესი“ დაამარცხეს, თუმცა „ბასკონიასთან“ წააგეს და პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

შენგელიას რაც შეეხება, თოკომ ევროლიგის რეგულარულ სეზონში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 14.5 ქულას, 5 მოხსნას, 3.3 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას აგროვებდა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტის საშუალო 17.4 გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობახიძე: ახალ სტადიონს ავაშენებთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე განაცხადს შევიტანთ
კობახიძე: ახალ სტადიონს ავაშენებთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე განაცხადს შევიტანთ