ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შეთანხმებასთან ახლოს არიან - კვარა ნაპოლის მთავარი ფიგურა ხდება

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოსაც არიან. ინფორმაციას ნეაპოლური Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლელები ახალ ხელშეკრულებას ამზადებენ, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონიდან კვარა გუნდის ცალსახა ლიდერი იქნება და „ნაპოლიც“ მასზე ითამაშებს. როგორც მოგეხსენებათ, ოსიმენის წასვლა უკვე გადაწყვეტილია.

რაც შეეხება დეტალებს, ხელშეკრულება 2029 წლამდე გაგრძელდება. კონტრაქტში +1 წლით გახანგრძლივების პუნქტი ჩაიდება. ასევე ამას დაემატება კონტრაქტის შეწყვეტის პუნქტიც, რომელიც ორმხრივი შეთანხმების შედეგად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა წლიური ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამ ეტაპზე დასაზუსტებელია ხვიჩას გამოსასყიდი ღირებულება, რომელიც კონტრაქტში ასევე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, როგორც ეს ოსიმენის შემთხვევაში მოხდა.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას შეძენის სურვილი ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებს აქვთ. ასევე „ბარსელონას“, „ბაიერნსა“ და პსჟ-ს. ჯერჯერობით, ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი