ევრო 2024
Aa
Aa

ევრო 2024 | უეფას განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადის გადაწევა სთხოვეს

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ნაკრების წარმომადგენლებმა უეფა-ს თხოვნით მიმართეს. მათ სურთ, ევრო 2024-ის განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადამ, რომელიც ამ მომენტისთვის, 7 ივნისია (23:59), რამდენიმე დღით გადაიწიოს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, არიან ნაკრებები, რომლებიც თავიანთ ამხანაგურ მატჩებს რამდენიმე საათით ადრე მართავენ და შიშობენ, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, დაზიანების სიმძიმის შესაფასებლად ძალიან ცოტა დრო ექნებათ. შესაბამისად, მათ ბოლო ვადის გადაწევა და რისკების თავიდან არიდება სურთ.

ბრიტანული გამოცემის თქმით, იდეის ინიციატორები ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებების წარმომადგენლები არიან. „სამი ლომი“ 7 ივნისს ისლანდიას ხვდება, შოტლანდია - ფინეთს. როგორც Sky Sports-ი წერს, ნაკლებად სავარაუდოა, უეფა-მ მათი თხოვნა გაითვალისწინოს და წესებში ცვლილებები შეიტანოს, რადგან გუნდების განაცხადები ტურნირის დაწყებამდე 1 კვირით ადრე უნდა იყოს ცნობილი.

ბრიტანული გამოცემა განაცხადების ზომაზეც წერს და იტყობინება, რომ ამ საკითხს უეფა მომდევნო კვირაში განიხილავს. ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელები 23-კაციანი განაცხადის 26 კაცამდე გაზრდის მომხრე არიან და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო საკუთარ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაქტიკური ანალიზი: 3 სქემა - ანუ როგორ მოვხვდით გერმანიაში? | ც9
ტაქტიკური ანალიზი: 3 სქემა - ანუ როგორ მოვხვდით გერმანიაში? | ც9