დანიელე დე როსი
Aa
Aa

რომას ფანის ამბავი, რომელმაც დე როსიც შეძრა | ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა

იტალიური პრესის დღევანდელი სასაუბრო თემა „რომას“ გულშემატკივრის ამბავია. რამდენიმე დღის წინ, „ჯალოროსის“ ქომაგმა სახელად ედოარდომ ერთ-ერთ რადიოში დარეკა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. აცრემლებულმა ედოარდომ განაცხადა, რომ დაავადება აქვს, რომელიც ტერმინალურ სტადიაზე იმყოფება და ევროპა ლიგის ფინალის დღეს, შვეიცარიაში მიდის, რათა ევთანაზია ჩაიტაროს.

ედოარდოს სურვილი იყო, სიკვდილამდე „რომას“ ტრიუმფი ენახა და მისმა ამბავმა დედაქალაქური კლუბის თავკაცი, დანიელე დე როსიც შეძრა. იტალიელმა სპეციალისტმა ქომაგზე „მილანთან“ გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მის პოვნას ცდილობს.

იტალიურ პრესას დიდი დრო არ გასჭირვებია და ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ, ედოარდო აღმოაჩინა. უბრალოდ, ერთი სიურპრიზი დახვდათ. როგორც გაირკვა, „რომას“ ქომაგი დაავადებას ნამდვილად ებრძვის, მაგრამ ტერმინალურ სტადიაზე არ იმყოფება და არც შვეიცარიაში მიდის, რათა ევთანაზია ჩაიტაროს. როგორც ედოარდომ ახსნა, მან იხუმრა, რადგან ასეთ მტკივნეულ მდგომარეობაშიც კი პირველი, რაც ახსენდება, „რომა“ და კლუბის წარმატებაა.

„შეცდომა დავუშვი, როცა ვთქვი, რომ ტერმინალურ სტადიაზე ვიმყოფები. ჩემი დაავადება ტერმინალურ სტადიაზე არაა, მაგრამ ქრონიკულია და მისი განკურნება შეუძლებელია. წლებია ასე ვცხოვრობ და საზღვარგარეთ ექსპერიმენტულ მკურნალობას ვიტარებ, ოღონდ შვეიცარიაში არა“, - განაცხადა ედოარდომ.

ცნობისთვის, „რომა“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია გასული და მისი მეტოქე „მილანი“ გახლავთ. „ჯალოროსიმ“ პირველი მატჩი სტუმრად გამართა და 1:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილი გიგანტი ხდება“ | ვალენსიური გაზეთის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილი გიგანტი ხდება“ | ვალენსიური გაზეთის სტატია ქართველ მეკარეზე