სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, დრეიმონდ გრინი, ზაიონ უილიამსონი
Aa
Aa

ლეიკერსი დენვერზე გავიდა | გოლდენ სტეიტი პლეიოფს გამოეთიშა

NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ინის ტურნირის პირველი მატჩები გაიმართა და მოქმედი ჩემპიონის, „დენვერ ნაგეთსის“ მეტოქე გაირკვა. კოლორადოელები პლეიოფის პირველ რაუნდში ლებრონ ჯეიმსის „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდებიან.

„მეფემ“ და კომპანიამ გამთენიისას „ნიუ ორლეან პელიკანსი“ დაამარცხეს და მე-7 ადგილი გაინაღდეს. „ლეიკერსისა“ და „პელიკანის“ მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო - 99:99. გადამწყვეტ მომენტში უკეთ ლოს ანჯელესელებმა იასპარეზეს და 110:106 მოიგეს.

„ლეიკერსის“ რიგებში გამორჩეული იყო ლებრონი - 23 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება. დიანჯელო რასელმა 21 ქულა და 6 ასისტი დააგროვა, ენტონი დევისმა - 20 ქულა, 15 მოხსნა. „პელიკანსს“ 40 ქულით ზაიონ უილიამსონმა ულიდერა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ტრავმა მიიღო, პარკეტის დატოვება მოუწია და მის გარეშე „ნიუ ორლეანს“ ძალიან გაუჭირდა.

„პელიკანსი“ მე-8 ადგილისთვის ბრძოლაში „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდება. „მეფეებმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შანსი არ დაუტოვეს და სტეფ კარი, კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი პლეიოფს მიღმა დარჩნენ. „კინგსმა“ მეორე ნახევარი ფენომენალურად ჩაატარა და 118:94 იმარჯვა.

„საკრამენტოს“ რიგებში საუკეთესო კიგან მიურეი იყო - 32 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა. დიაარონ ფოქსმა 24 ქულა დააგროვა, დომანტას საბონისმა - 16 ქულა, 12 მოხსნა, 7 ასისტი. „გოლდენ სტეიტის“ რიგებში 22 ქულით სტეფ კარი გამოირჩა, საშინელი მატჩი ჰქონდა კლეი ტომპსონს, რომელმაც პარკეტი 0 ქულით დატოვა, ჯონათან კუმინგამ 16 ქულა გააკეთა.

ცნობისთვის, „პელიკანსისა“ და „საკრამენტოს“ დაპირისპირების ჩატარების ზუსტი დრო მას შემდეგ გაირკვევა, რაც აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ინის შეხვედრები დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს მოხდება, მოედნის ცენტრში აჭარულს ვიცეკვებ“ - სიუჟეტი ბათუმის დინამოზე
„თუ ეს მოხდება, მოედნის ცენტრში აჭარულს ვიცეკვებ“ - სიუჟეტი ბათუმის დინამოზე