ბათუმის დინამო, არჩილ ბერიძე
Aa
Aa

„თუ ეს მოხდება, მოედნის ცენტრში აჭარულს ვიცეკვებ“ - სიუჟეტი ბათუმის დინამოზე

კრისტალსპორტის გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, ბათუმის „დინამოს“ შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, რომელიც კლუბის როგორც განვლილ გზას, ისე სამომავლო მიზნებს ეხება.

რეპორტაჟში მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთელებისა და ფანების გარდა, კლუბის პრეზიდენტი არჩილ ბერიძეც გვხვდება, რომელმაც კრისტალსპორტთან საუბრისას პირობა დადო, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში, „ბათუმი არენას“ მოედნის ცენტრში აჭარულს იცეკვებს.

გასულ სეზონში, ბათუმის „დინამო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას სწორედ ბათუმელები დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები