ბარსელონა, პარი სენ ჟერმენი, დორტმუნდის ბორუსია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: “ნებისმიერი სცენარისთვის ვიყავით მზად“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავარმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ენრიკე:

"აშკარად ბრწყინვალედ დავიწყეთ. ვიცოდით, რომ გოლები გავიდოდა. ნებისმიერი სცენარისთვის ვიყავით მზად. 12 წუთის განმავლობაში „ბარსელონა“ ჩვენს საჯარიმოს ვერ მიუახლოვდა, მაგრამ ლამინის სანახაობრივი თამაშით გოლი გაიტანეს. ჩვენ მოვინდომეთ და მატჩი შემოვატრიალეთ. არაუხოს გაძევების შემდეგ სრულიად ვდომინირებდით.

ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. ფავორიტად არავინ მიმაჩნია. საინტერესოა, ჩვენ ვეთამაშებით „დორტმუნდს“, რომელმაც ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. „ბორუსია“ კარგ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ მათ ვიცნობთ. ისინი ბევრ პრობლემას ჰქმნიან.“

შეგახსენებთ, რომ პარალელურ დაპირისპირებაში „დორტმუნდმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ასევე შეგახსენებთ, პსჟ და „დორტმუნდი“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად იყვნენ. საფრანგეთში გამართული მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა მოიგო, ხოლო გერმანიაში ფრედ 1:1 დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 30 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ბევრ ადგილზე არ ჰქონდა რეალს მოგებული, მაგრამ შემდეგ მოიგო“
ანჩელოტი: “ბევრ ადგილზე არ ჰქონდა რეალს მოგებული, მაგრამ შემდეგ მოიგო“