მარცხი ყოფილ გუნდთან | შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ბასკონიასთან წააგო
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე ისევ დამარცხდა. იტალიური კლუბი შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში წააგო.
„ვირტუს ბოლონიამ“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მეორე ნახევარი ჩააგდო. „ბასკონიამ“ მესამე პერიოდი 31:21 მოიგო, გადამწყვეტ მეოთხედში კი 20:17 იმარჯვა და საბოლოოდ, სტუმრებმა 95:91 მოიგეს.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 12, 2024
La Virtus cede ancora nel finale, sarà play-in contro l’Efes
???? Lundberg 18, Belinelli 15, Mickey 11, Hackett 10, Shengelia 8, Polonara 8, Abass 7, Zizic 4, Dunston 4, Pajola 3, Dobric 3#AmarsiAncora pic.twitter.com/7k5p5RH6lC
შენგელიამ პარკეტზე 22 წუთი და 23 წამი გაატარა და თავი 8 ქულას, 4 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამიანი გააფუჭა. შენგელიამ ოთხივე მოხსნა საკუთარ ფარზე მიითვალა და 1 დაკარგვა ჰქონდა.
ცნობისთვის, ეს შეხვედრა ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი იყო და „ვირტუს ბოლონიამ“ მე-10 ადგილი დაიკავა. იტალიელები პლეი-ინში გადაერთვებიან და „ანადოლუ ეფესს" შეხვდებიან.