ტიერი ანრი
Aa
Aa

ტიერი ანრი: არის ერთი რამ, რაც ბარსელონას სხვა კლუბებისგან გამოარჩევს

ტიერი ანრიმ უპასუხა კითხვას, თუ რა აქცევს „ბარსელონას“ განსაკუთრებულ კლუბად.

„არის ერთი რამ, რაც ბარსელონას სხვა კლუბებისგან გამოარჩევს. ისინი საუბრობენ არა გამარჯვებებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ თამაშობ. ეს არის მათი მისია. მივცეთ ადამიანებს თამაშით სიამოვნების მიღების საშუალება: გულშემატკივრები, მოედანზე მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი.

თქვენ ნამდვილად უნდა გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. სწორედ ამიტომ, ბარსელონაში, როცა იმარჯვებ, ეს სწორად უნდა გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას აზრი არ ექნება“.

- განაცხადა ტიერი ანრიმ.

ანრიმ ჩავის შესახებაც ისაუბრა და მისი ყოფილი გუნდელი დაიცვა. ფრანგი მას ყოველთვის კარგ მწვრთნელად მიიჩნევდა.

„ჩემთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ ჩავი. ახლა რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ის პირველი დღიდან დღემდე, კარგი მწვრთნელი არ გამხდარა - ჩავი თავიდანვე კარგი სპეციალისტი იყო. ახლა, როდესაც გუნდმა შედეგები გააუმჯობესა, ყველა ამბობს, რომ ჩავი კარგი მწვრთნელია და ის უნდა დარჩეს. ერთი თვის წინ კი ყველას მისი წასვლა უნდოდა. მწვრთნელებს ასე არ ესაუბრებიან, ეს არასწორია.

ასეთ დროს გამძლეობა მნიშვნელოვანია. მწვრთნელს დრო უნდა მისცე, რომ რაღაც ააშენოს. მიკელ არტეტას შემთხვევაში ამის ნახვა შეგვიძლია. მას ორი წლის განმავლობაში არაფერი მოუგია, შედეგი არ დაუდია, თუმცა მისი გუნდი პროგრესირებს. სხვათა შორის, ჩავიმ ლა ლიგა უკვე მოიგო.

ბოლო ორი წელია ვუყურებ, რომ ჩავი ახალგაზრდებს ენდობა და ისინიც ნდობას უმართლებენ. მას არ ეშინია ახალგაზრდებს ენდოს. კლოპიც ამას აკეთებს და მას ყველა აქებს. ჩავიც იმავეს აკეთებს. ის კარგი მწვრთნელი იყო და ახლაც ასეა“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და პსჟ-ს განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი 16 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროგბასა და ზეედორფის წინააღმდეგ - არველაძე აიაქსის ლეგენდებში ითამაშებს
დროგბასა და ზეედორფის წინააღმდეგ - არველაძე აიაქსის ლეგენდებში ითამაშებს