ერლინგ ჰოლანდი, რაფაელ ვან დერ ვაარტი
Aa
Aa

„მომენტებში განზრახ აიგნორებდნენ“ | ვან დერ ვაარტმა ჰოლანდი გააკრიტიკა

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა. ვან დერ ვაარტმა ჰოლანდი „რეალთან“ ნაჩვენები თამაშის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იყო მომენტები, როცა „სიტის“ ფეხბურთელები მას განზრახ აიგნორებდნენ.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჰოლანდი ძალიან ცუდი იყო. თუ ერლინგს გოლი ვერ გააქვს, გუნდი მისგან სხვა სარგებელს პრაქტიკულად ვერ იღებს. დიახ, სწრაფია და თავდაუზოგავად მუშაობს, მაგრამ ვფიქრობ, ბურთთან ურთიერთობა საშუალო დონეზე იცის. თუ ისეთი მაგარი ხარ, როგორც შენზე ამბობენ, უფრო მეტი უნდა აჩვენო.

რეალთან შეხვედრაში ჰოლანდი თავს უხერხულად გრძნობდა. სიტის ნამდვილად სჭირდება თავდამსხმელი, რომელიც ბურთს დაიჭერს, ჰოლანდს კი ეს არც ერთხელ გამოუვიდა. ჩემი აზრით, იყო მომენტი, როცა სიტის ფეხბურთელები მას განზრახ აიგნორებდნენ და მიმაჩნია, რომ ყველაზე ცუდად ეს მატჩი მან ჩაატარა“.

ცნობისთვის, „რეალისა“ და „სიტის“ მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და ფრე, 3:3 დასრულდა. ჰოლანდს ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, რომელიც ლუნინმა მოიგერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ს არ უნდოდა, რომ ილიას ჩემთან ეჩხუბა“ | ჰოლოუეიმ თოფურიაზე ისაუბრა
„UFC-ს არ უნდოდა, რომ ილიას ჩემთან ეჩხუბა“ | ჰოლოუეიმ თოფურიაზე ისაუბრა