ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ჯერ მერაბი უნდა გავიარო“ - ომალი თოფურიასთან ბრძოლას სკეპტიკურად უყურებს

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი შონ ომალი ძველებურად დარწმუნებული აღარ არის, რომ მისი და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ილია თოფურიას ჩხუბი შედგება.

ომალიმ ტონი შეცვალა და ახლა სხვაგვარად საუბარი დაიწყო.

„ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ, როცა მე გავხდები ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლი, იმ დროს უკვე შესაძლებელი იქნება ჩვენ რაღაც დიდი გავაკეთოთ. ჩვენი ბრძოლა შემდეგ შესაძლებელი იქნება, თუმცა შესაძლოა ეს არც არასდროს მოხდეს.

თოფურიას წონაში გადასვლა შესაძლებელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვთვლი, რომ სუპერმსუბუქ წონაში სამართლიანად გამოვიმუშავებ. ეს ჩემი წონაა, ჩემი დივიზიონია. ჯერ მერაბი უნდა გავიარო. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.

მოიგებს თავის შემდგომ ბრძოლას ილია? ვივარაუდოთ, რომ კი. ამის შემდეგ, შესაძლოა 2025 წლის მესამე მეოთხედში ან მეოთხე მეოთხედში ჩემი და ილიას ბრძოლა შედგეს. ვნახოთ, მივცემ თუ არა შესაძლებლობას თოფურიას. შესაძლოა ჩემს წონაში დავრჩე და ეს ბიჭები დავამარცხო“.

- განაცხადა ომალიმ.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქ წონაში, უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლა შედგება. ყველა ამ დაპირისპირების თარიღის გამოცხადებას ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია, როდის და სად იჩხუბებს რომან დოლიძე
ცნობილია, როდის და სად იჩხუბებს რომან დოლიძე