სანდრო ალთუნაშვილი
Aa
Aa

ალთუნაშვილი: რონალდუ? 2026 წლის მუნდიალზე მესის წინააღმდეგ ვითამაშებთ

„ვოლფსბერგისა’’ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი ცნობილ ავსტრიულ გამოცემას, Kleinezeitung-ს ესაუბრა. საუბრის თემა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატება იყო, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშებთ, თუმცა სანდრო იმედოვნებს, რომ ნაკრები ამ წარმატებით არ დაკმაყოფილდება და 2026 წლის მუნდიალზე გასვლასაც მოახერხებს.

სანდრო ალთუნაშვილი: „ნამდვილად რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, ჩვენთვის ეს წარმატება რამდენად ბევრს ნიშნავს. ასევეა, ქართველებისთვის, ქვეყნის მოსახლეობისთვის. ქართველები ფეხბურთზე ვგიჟდებით, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად გავიარეთ.

შეკრული გუნდი ვართ და ევროპის ჩემპიონატზე თავი ძლიერ გუნდად უნდა წარმოვაჩინოთ.

გამარჯვების შემდეგ არ დამილევია, მინდოდა „ვოლფსბერგის’’ მატჩებს კარგად ფიზიკურ კონდიციაში შევხვედროდი, რადგან სასწორზე ბევრი რამ დევს''.

სანდრო ალთუნაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე მოხვდება და აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესიც ითამაშებს.

„ასეთ ტურნირზე არასდროს გვითამაშია. ამგვარად, გვინდა ევრო 2024-ის მატჩებს კარგად მომზადებულნი შევხვდეთ. ვნახოთ, რა გამოვა. თუ რონალდუ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს, ეს საოცრად ამაღელვებელი იქნება, მაგრამ უნდა ვაღიარო, ჩემი ფავორიტი მესია. შემდეგ ჩვენ მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ, იმედი მაქვს, მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და ჩვენი მეტოქე არგენტინა იქნება’’.

ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს (18 ივნისი), ჩეხეთსა (22 ივნისი) და პორტუგალიას (26 ივნისი) შეხვდება.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები