მოჰამედ სალაჰი, ბრუნო ფერნანდეში, ლუის დიასი, კობი მეინუ
Aa
Aa

ფრე ოლდ ტრაფორდზე - პრემიერ ლიგაში არსენალი გალიდერდა

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართული ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ შორის ფრედ, 2-2 დასრულდა. სტატისტიკოსებმა გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ პირველი ადგილის დაკავების მათემატიკური შანსი „მანკუნიანელებმა“, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონები ბოლოს 2013 წელს გახდნენ, საბოლოოდ სწორედ ამ თამაშის ვერმოგების შემდეგ დაკარგეს. გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ლიდერ „არსენალს“ უკვე 22 ქულით ჩამორჩა, რისი აღმოფხვრაც შეუძლებელია.

მერსისაიდელები 23-ე წუთამდე ლუის დიასის გოლით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის 17-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა ორი ბურთი გაიტანეს. თავისი 50-ე პრემიერ ლიგური გოლით 50-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გაათანაბრა. 67-ეზე კი კობი მაინომ თანაგუნდელები წინ გაიყვანა. თუმცა, „იუნაიტედმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩის დამთავრებამდე ექვსი წუთით ადრე მოჰამედ სალაჰმა ზუსტი თერთმეტმეტრიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეგვიპტელი ერთი უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა - „ლივერპულის“ მაისურით „ოლდ ტრაფორდზე“ ზედიზედ ექვს შეხვედრაში გაიტანა და სტივენ ჯერარდის მიღწევა გააუმჯობესა.

ბოლოს „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2023 წლის 5 მარტს დაამარცხა - 7-0. მიმდინარე სეზონში კი იურგენ კლოპის ფეხბურთელებმა პრინციპულ მეტოქეს სამიდან ვერც ერთი თამაში ვერ მოუგეს. ოცდათერთმეტი ტურის შემდეგ 71-71 ქულით პრემიერლიგას „არსენალი“ და „ლივერპული“ ლიდერობენ, თუმცა ლონდონელები კონკურენტს ბურთების უკეთესი შეფარდებით სჯობნიან. მესამე ადგილზე კი 70 ქულით „მანჩესტერ სიტია“. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ასტონ ვილას“ უკვე 11 ქულით ჩამორჩება, თუმცა ტენ ჰაგის შეგირდებს მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესოა“ | გუარდიოლას პასუხი კინს
„ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესოა“ | გუარდიოლას პასუხი კინს