როი კინი, პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესოა“ | გუარდიოლას პასუხი კინს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ როი კინს უპასუხა. „არსენალთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა, კინმა ერლინგ ჰოლანდი ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელს შეადარა და ბრიტანელმა ჟურნალისტებმა პეპს ამ საკითხზე ჰკითხეს.

„როი კინს არ ვეთანხმები. მისი განცხადება იგივეა, მე რომ ვთქვა, კინი მეორე ან მესამე ლიგის (ინგლისის რანგით მეოთხე და მეხუთე დივიზიონი) კლუბის თავკაცი უნდა იყოს-მეთქი. ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია და გასულ სეზონში ტიტულების მოგებაში დაგვეხმარა. მიზეზი, რის გამოც, არსენალთან მომენტები ვერ შექმენით, ერლინგს არ უკავშირდება. მოედნის ბოლო მესამედში საკმარისი ოდენობის ფეხბურთელები არ გვყოლია. ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ბოლო მესამედში ფეხბურთელები და ხარისხი გვაკლდა.

ჰოლანდი საოცარი მოთამაშეა და გამიკვირდა, რომ ასეთი განცხადება ყოფილმა ფეხბურთელმა გააკეთა. რამე მსგავსი ჟურნალისტებს რომ ეთქვათ, გავიგებდი, მაგრამ ექს-მოთამაშისგან მოულოდნელია. ეს იგივეა, როცა ყოფილი მსაჯები მოქმედ არბიტრებს აკრიტიკებენ. საბოლოოდ, მსგავსი კრიტიკა სამუშაოს ნაწილია და ფეხბურთელმა ის უნდა მიიღოს. თუ ვერ იღებ, ახალი სამსახური უნდა იპოვო“.

ცნობისთვის, ჰოლანდს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 ბურთი შეაგდო. ნორვეგიელს ვითარების გამოსწორების შანსი „ასტონ ვილასთან“ ექნება, რომელსაც „სიტი“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე | სანდროს კარგი მატჩი მოქმედ ჩემპიონთან
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე | სანდროს კარგი მატჩი მოქმედ ჩემპიონთან