ილია თოფურია
Aa
Aa

„როცა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, UFC-მ მაშინ დამირეკა“ | ილია თოფურია

ილია თოფურიამ, RTVE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. UFC-ის ქვესმუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს ეჭვი არასდროს ეპარებოდა, რომ საუკეთესო იყო და გაიხსენა პერიოდი, როცა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციისგან ზარი მიიღო.

„ხშირად მეკითხებიან, როგორია ჩემი ცხოვრება, როცა ჩემპიონისა და მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსი მაქვს. ყოველთვის ვიცოდი, რომ საუკეთესო ვიყავი და საკუთარი თავის მჯეროდა. ჩემპიონობისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვემზადებოდი და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა შემექმნა, არ ვიტყოდი უარს იმ გზის ხელახლა გავლაზე, რომელიც აქ მოსასვლელად გამოვიარე.

ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია და ყველაფერს თვითონ მივაღწიე. UFC-დან სანამ დამირეკავდნენ, კორონავირუსი დამიდგინდა და ერთი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ დავდიოდი. საპირფარეშოში შესასვლელადაც დახმარება მჭირდებოდა. როცა კორონავირუსი დავამარცხე, სირბილი დავიწყე და მიზნები დავისახე. როცა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, UFC-ს ჩემთვის დაერეკა, სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ. ეს იყო გამოცდა, რომელიც ცხოვრებამ და უფალმა მომიწყვეს და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერს გავუმკლავდი.

კონორ მაკგრეგორს რაც შეეხება, მისი დრო წავიდა. როცა სამეფო ტახტზე იყო, შეეძლო, სხვებისთვის ბევრად დიდი შთაგონების წყარო ყოფილიყო, მაგრამ შანსი გაანიავა“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, ილია Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა და მე-5 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასზე ინადირებენ და 2-3 ფეხბურთელი აიყვანს“ | ჯანაშია კვარასა და ნაკრებზე
„მასზე ინადირებენ და 2-3 ფეხბურთელი აიყვანს“ | ჯანაშია კვარასა და ნაკრებზე