ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი, ჟერსონ როდრიგეში
Aa
Aa

ვაისმა ჟერსონი გუნდიდან გააგდო - თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი

ბრატისლავის „სლოვანის“ ლუქსემბურგელი ფორდვარდი ჟერსონ როდრიგეში რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ, გამოჩნდა და კლუბს დაუბრუნდა.

28 წლის თავდამსხმელი, რომელმაც თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა, სანაკრებო პაუზის შემდეგ ბრატისლავაში აღარ გაემგზავრა. რასაც „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის სიტყვები მოჰყვა, რომ მან ფეხბურთელის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როდრიგეში გუნდს დაუბრუნდა, თუმცა ის გააგდეს და ძირითად კოლექტივთან ერთად ვარჯიშის უფლება არ მისცეს. მანდ ინდივიდუალურად ივარჯიშა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სლოვანი“ მასთან საერთოდ საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს. ლუქსემბურგელი ფორვარდი კიევის „დინამოს“ საკუთრებაა, თუმცა მისი უკან დაბრუნების სურვილი არც უკრაინელებს აქვთ.

28 მარტს, ლუქსემუბრგის სასამართლომ, როდრიგეშს ყოფილი შეყვარებულის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდება დაუმტკიცა. განაჩენი გამოცხადდა და ფეხბურთელს 18 თვით პატიმრობა, ჯარიმის სახით კი 1500 ევროს გადახდა დაეკისრა.

როდრიგეშისა და კანკავას ინციდენტი

ერთა ლიგის ნახევარფინალში, როცა ბოლო წუთებზე მოედანზე ჯაბა კანკავა გამოჩნდა, მასსა და როდრიგესს შორის მალევე დაპირისპირება მოხდა.

ამის მიზეზი ჟერსონის გამომწვევი ქმედება იყო, როცა გოლის მომენტში (რომელიც მალევე გაუქმდა) მან კუთხურის ალამი ფეხით გადათელა და ქომაგების წინაშე გამომწვევი ჟესტიკულაციით გამოირჩა.

„როდრიგეში? სლოვანში მასთან კამათი მეც მომივიდა. ასეთი ტიპის ფეხბურთელია, პირად შეურაცხყოფაზე პირდაპირ გადმოდის. ჩემთან კამათს შეიძლება აზრი ჰქონდეს, ჩემთან შეიძლება შანსი ჰქონდეს და ჯაბასთან დაპირისპირება არ ვიცი, არ მესმის რატომ გააკეთა... ეს მისი მხრიდან რამდენად ჭკვიანური იყო არ ვიცი.

კაპიტნის სამკლავური? მინდოდა ჯაბას მიმართ პატივისცემა გამომეხატა. ის კაპიტანი ჩემამდე იყო. ჩემი მეგობარია, ერთად დიდი ხანია ვთამაშობთ".

- განაცხადა მატჩის შემდეგ Geo Team-თან საუბრისას გურამ კაშიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვლავ განმარტოებით ივარჯიშა“ - ნაპოლის განცხადება ხვიჩას მდგომარეობაზე
„კვლავ განმარტოებით ივარჯიშა“ - ნაპოლის განცხადება ხვიჩას მდგომარეობაზე