ოთარ კაკაბაძე, ლუკ ჰოლცი
Aa
Aa

VAR-ს უნდა გაეძევებინა - ლუკ ჰოლცი კაკაბაძის უხეშ მოქმედებაზე

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუკ ჰოლცი ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდს ესაუბრა. ჰოლცის აზრით, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის მთავარ მსაჯს ოთარ კაკაბაძე უნდა გაეძევებინა, როცა ქართველმა მცველმა თამაშის წესი მიკა პინტუს წინააღმდეგ დაარღვია.

ლუკ ჰოლცი: „საქართველოს ნაკრებთან მარცხი ყველაზე მწარე აბია, რაც ოდესმე მიმიღია. ვაღიარებ, პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია, პოტენციალი ვერ გამოვავლინეთ, თუმცა არსებობს წესები, რომელთაც პატივი უნდა ვცეთ. VAR-ი საქმეში რატომ არ ჩაერთო, როცა მიკა პინტუს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა? ვსაუბრობთ მომენტზე, რომელიც წითელი ბარათით უნდა შეფასდეს. ამის შემდეგ, როცა რიცხვობრივი უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნებოდა, სხვა თამაში გამოვიდოდა.

გარდა ამ მომენტისა, მეორე ტაიმში ჩვენი გოლი გააუქმეს მაქსიმ შანოს მიერ თამაშის წესის დარღვევის გამო, მაქსიმს წითელი ბარათი უჩვენეს. ამავე მომენტში, ქართველი ფეხბურთელი (იგულისხმება გიორგი მიქაუტაძე) ლორენ იანსს მაისურზე ექაჩებოდა. მოკლედ, ბევრი უსამართლობა ვნახეთ’’.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, ფინალში ვილი სანიოლის გუნდმა საბერძნეთს პენალტების სერიაში 4:2 მოუგო, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები