აურელიო დე ლაურენტისი, ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება | მთავარ მწვრთნელს ის შეარჩევს

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება. ჯანლუკა დი მარციოს, ფაბრიციო რომანოსა და სხვა ცნობილი ჟურნალისტების ინფორმაციით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორთან, ჯოვანი მანასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

მანა „ბიანკონერის“ რიგებს ზაფხულში დატოვებს და ნეაპოლურ გუნდს შეუერთდება. დე ლაურენტისს მიაჩნია, რომ ის იდეალური კანდიდატია, რათა მომდევნო სეზონის დაწყებამდე, გუნდის ხელახლა შენების პროცესი დაიწყოს. „ნაპოლის“ ამჟამინდელი სპორტული დირექტორი, მაურო მელუსო პოსტს მიმდინარე გათამაშების დასრულების შემდეგ დატოვებს.

დი მარციოს მიხედვით, „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელს სწორედ მანა შეარჩევს. მას სასურველი კანდიდატიც ჰყავს და როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, ზაფხულში ვინჩენცო იტალიანოს გადაბირებას შეეცდება. ეს უკანასკნელი „ფიორენტინას“ თავკაცია, მაგრამ „ვიოლასთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ყოფილი სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი სწორედ „იუვენტუსში“ წავიდა და საფეხბურთო დირექტორი გახდა. მანა მისი მარჯვენა ხელი იყო და „ბიანკონერიში“ ჯუნტოლისთან ერთად მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo: საქართველო ევრო 2024-ზე სტატისტის როლში არ იქნება
FourFourTwo: საქართველო ევრო 2024-ზე სტატისტის როლში არ იქნება