ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, სოდიქ იუსუფი
Aa
Aa

„ვოლკანოვსკის რემატჩი უნდა მისცეს“ | UFC-ის მებრძოლი ილიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, სოდიქ იუსუფმა ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. იუსუფის თქმით, „ელ მატადორმა“ ალექსანდრ ვოლკანოვსკის რევანშის აღების საშუალება უნდა მისცეს და მასთან კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს.

„ილიას მომდევნო მეტოქე ვოლკანოვსკი უნდა იყოს. ალექსის მხრიდან, თოფურიასთან თებერვალში ჩხუბი არასწორი გადაწყვეტილება იყო. მას პაუზა უნდა აეღო და საკუთარი ორგანიზმისთვის ბოლომდე აღდგენის საშუალება მიეცა. ისლამ მახაჩევთან წაგების შემდეგ, უნდა დაესვენა და ოქტაგონზე გასვლა გადაედო.

თოფურიასთვის მოვსარ ევლოევიც კარგი ვარიანტია. მაქს ჰოლოუეი დაკავებული რომ არ იყოს, მთავარი კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ ევლოევთან ჩხუბის პერსპექტივასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა, ვოლკანოვსკი პირველ პოზიციაზეა“.

ცნობისთვის, იუსუფი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია და მე-13 ადგილზე იმყოფება. მას კარიერაში 16 ბრძოლა გაუმართავს და 13-ჯერ იმარჯვა. ილიას რაც შეეხება, ქართველმა მებრძოლმა ბევრჯერ განაცხადა, რომ სურს, მისი მომდევნო ჩხუბი ესპანეთში გაიმართოს, რაზეც UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითიც თანახმაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე
„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე