ნაპოლი, მაურიციო სარი
Aa
Aa

მასარა და სარი ერთდროულად? - Il Mattino ნაპოლის გეგმებზე

დღეს ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონიდან ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლის“ აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია Il Mattino-მ გაავრცელა.

ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი მაურო მელუზო აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, აურელიო დე ლაურენტისს მწვრთნელიც მოსაძებნი ჰყავს და სპორტული დირექტორიც.

Il Mattino კი შესაძლო კანდიდატებზე წერს. ვიგებთ, რომ „ნაპოლი“ სპორტული დირექტორის კანდიდატურაზე სამ ადამიანს განიხილავს. ესენი არიან აკარდი(„ემპოლი“), პედერზოლი(„პარმა“) და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი მასარა.

წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად მასარასთან სურს მუშაობა. Il Mattino წერს, რომ თუ შეთანხმება შედგება, შესაძლოა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნოს. ეს კი დიდ დაბრუნებად მოინათლება.

თუ მასარას და სარის დანიშვნა არ მოხერხდება, დე ლაურენტისი ვინჩენცო იტალიანოს კანდიდატურას განიხილავს, ხოლო მისი ოცნება კი ანტონიო კონტესთან მუშაობაა, რომელმაც სეზონის დასაწყისში და ასევე მიმდინარეობისას, პრეზიდენტს კატეგორიული უარი განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეისთვის“ მიმდინარე სეზონი ცუდად წარიმართა. „ნაპოლი“ სერია ა-ში მე-8 ადგილზეა და ევრო საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 9 ქულა აშორებს.

ჩემპიონთა ლიგაზე კი ორ მატჩიან დუელში „ბარსელონასთან“ დამარცხდა. ასევე, „ნაპოლიმ“ იტალიის სუპერ თასის ფინალში „ინტერთან“ წააგო.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი „ნაპოლის“ 2015/2018 წლებში წვრთნიდა. სარი „პარტენოპეის“ ჯამში 148-ჯერ გაუძღვა, 98 მატჩი მოიგო, 25 წააგო და 24 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქულა მალიორკასთან - მამარდას მორიგი მშრალი მატჩი
ქულა მალიორკასთან - მამარდას მორიგი მშრალი მატჩი