ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, პარიზი
Aa
Aa

დავითაშვილის დიდებული გოლი და საგოლე პასი - ბორდომ პარიზთან 1 ქულა აიღო

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „ბორდომ“ „პარიზს“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს და ქულები გაიყვეს.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა.

38 წუთის შემდეგ, „პარიზი“ 2:0 იგებდა, თუმცა 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა დიდებული გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

მეორე ნახევარში მასპინძლები შედარებით გააქტიურდნენ და წონასწორობაც აღადგინეს, თუმცა მალევე „პარიზი“ კვლავ დაწინაურდა. მატჩის მიწურულს, დიაზმა დავითაშვილი საგოლე პასი გამოიყენა, გაისროლა და საბოლოო შედეგი 3:3 დააფიქსირა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ქართველი ფეხბურთელისთვის ყველა ტურნირზე ერთად ეს რიგით მესამე გოლი იყო.

რაც შეეხება „ბორდოს“, ფრანგული გუნდი ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ „ბორდომ“ ბოლო 4 მატჩი ვერ მოიგო. 3 ფრე და 1 წაგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის დინამომ სამტრედიასთან ქულები დაკარგა
თბილისის დინამომ სამტრედიასთან ქულები დაკარგა