ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მალიორკა
Aa
Aa

ქულა მალიორკასთან - მამარდას მორიგი მშრალი მატჩი

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. გიორგი მამარდაშვილმა კი კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა.

მატჩში ძირითადად „ღამურები“ აქტიურობდნენ და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა რიგ ეპიზოდებში მასპინძლებს სიზუსტე დააკლდათ.

რაც შეეხება მამარდას, მისი კარის მიმართულებით ზუსტად ორჯერ დაარტყეს. პირველი დარტყმა პირველ ტაიმში განხორციელდა და რიკოშეტის შედეგად ბურთი ხელებში მიუვიდა.

მეორე დარტყმა კი გაცილებით სახიფათო იყო. შეხვედრის მიწურულს, გიორგის საკმაოდ ახლო პოზიციიდან დაურტყეს, თუმცა ქართველმა ვარსკვლავმა დამაჯერებლად ითამაშა და ბურთი მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ სატურნირო ცხრილში 41 ქულა დაუგროვდა და მე-8 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „ღამურები“ „გრანადას“ ესტუმრებიან.

ასევე გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი იმდენად კარგად თამაშობს, რომ მისი გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს. მაგალითად, The Times-მა სანაკრებო პაუზის წინ დაწერა, რომ ქართველი მეკარით „ნიუკასლი“ ინტერესდება.

რამდენიმე დღის წინ, Transfermarkt-მა განახლება გააკეთა და მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა. ახლა „ლოკომოტივის“ ყოფილი კარის დარაჯი 35 მილიონი ევრო ღირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: “მამარდა ევრო 2024-ზე? ვალენსიასთვის კარგი შანსია“
MARCA: “მამარდა ევრო 2024-ზე? ვალენსიასთვის კარგი შანსია“