გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილმა შესაძლოა მალიორკასთან ვალენსიას უკაპიტნოს

ლა ლიგის 30-ე ტურში „ვალენსია“ „მალიორკას“ უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი კლუბსი ბრუნდება და შესაძლოა თავის ვალენსიურ კარიერაში კაპიტნის სამკლავური პირველად მოირგოს.

ინფორმაციას ესპანური Eldesmarque ავრცელებს.

„30 მარტს ვალენსია მალიორკას მასპინძლობს და ჯერაც უცნობია, თუ ვინ იქნება გუნდის კაპიტანი. სეზონის დასაწყისში გუნდმა 4 მოთამაშეს კაპიტნის სამკლავური მიაკუთვნა - ხოსე ლუის გაია, ხაუმე დომენეკი, გაბრიელ პაულისტა და მუხტარ დიახაბი. თუმცა გაია ტრავმირებულია, ხაუმე სათადარიგო მეკარეა, პაულისტამ კლუბი იანვარში დატოვა, დიახაბის კი სერიოზული ტრავმა აქვს. ახლა ვინც კარზე აკაკუნებს, გიორგი მამარდაშვილია.

ვალენსიაში კაპიტანს სტაჟის მიხედვით ირჩევენ, თუმცა შესაძლოა ახლა სხვა კრიტერიუმებიც დაემატოს. ამჟამად შესაძლებელია გაითვალისწინონ მოედანზე პოზიცია. რუბენ ბარახამ აღნიშნა, რომ რიგში ტიერი კორეა და უგო გილამონია, თუმცა არის შანსი ეს მაინც ქართველი იყოს.

მეკარის პოზიცია როგორც წესი კაპიტნობასაც უკავშირდება, რაც მამარდაშვილის ვარიანტს რეალურს ხდის. ყველაფერი ალბათ მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, იქნებიან თუ არა მოედანზე ტიერი კორეა და უგო გილამონი“.

„ვალენსია“ „მალიორკას“ მატჩი დღეს 21:30 საათზე დაიწყება. მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 9-ჯერ აქვს შენახული. „ღამურები“ 40 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ