ილია თოფურია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მგონია, რომ 2:0-ს მოვიგებთ“ - თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის დღეში“ სტუმრობის დროს საქართველოსა და ლუქსემბურგის ფეხბურთელთა ნაკრებების მატჩზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

რას ამბობს „მატადორი“:

სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა. ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო.

ყოველთვის ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ დღეს ღმერთმა აქ მომიყვანა და უნდა დავესწრო ამ მატჩს, არ მიტოვებს ეჭვის შეტანის უფლებას. მგონია, რომ დღეს გავიმარჯვებთ და გოლსაც არ გავატანინებთ - 2:0

ილია თოფურია დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენს. საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების დაპირისპირება 21:00 საათზე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოტივაცია არ გვაკლია, ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
„მოტივაცია არ გვაკლია, ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია