კიდურებს ვერ ამოძრავებს, ვერ ლაპარაკობს | კრისტოფერ ოლსონის მდგომარეობა
შვედეთის ნაკრებისა და „მიტდიულანდის“ ფეხბურთელის, კრისტოფერ ოლსონის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. 28 წლის მოთამაშეს თავის ტვინში რამდენიმე თრომბი განუვითარდა, რის გამოც, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი და კვირების განმავლობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
„მიტდიულანდის“ ოფიციალური განცხადების მიხედვით, ოლსონი დამოუკიდებლად სუნთქავს და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. თუმცა, მეტყველებისა და კიდურების მოძრაობის უნარი ჯერ არ დაბრუნებია. მისი მდგომაროება ყოველდღიურად უნდა შეფასდეს და რეაბილიტაცია რამდენიმე თვეს გაგრძელდება.
შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი ჰამელის ნერვოცენტრში გადაიყვანეს, რომელიც ნერვოლოგიური ინსტიტუტია. კონკრეტული ვერდიქტისა და საბოლოო დასკვნის გამოტანა ამ ეტაპზე ექიმებისთვის შეუძლებელია და მათი ვარაუდით, ვითარება უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება.
ცნობისთვის, 20 თებერვალს, ოლსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გახლდათ შეერთებული. კრისტოფერს უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა და აქამდე ორჰუსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში იმყოფებოდა.