მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

პიოტრ იანი: „მერაბთან ბრძოლა მინდა“

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რუსმა მებრძოლმა, პიოტრ იანმა ჩინელი სონგ იადონგის დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილთან მატჩ-რევანშის სურვილი გამოთქვა.

რა თქვა იანმა:

ვისთან მინდა ბრძოლა? პირველ რიგში, იმ ბრძოლას მივიღებ, რომელსაც UFC მომცემს. მაგრამ მინდა, რომ შონ ომალი და მერაბ დვალიშვილი დავამარცხო. ამჯერად, ბრძოლებისადმი სამზადისს უფრო პასუხისმგებლობით მივუდგები.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა UFC 299-ზე ჩინელი სონგ იადონგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პიოტრ იანი და მერაბ დვალიშვილი ერთმანეთს გასული წლის მარტში შეხვდნენ და ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. „მანქანასთან“ ბრძოლამდე იანი შონ ომალისთან, უფრო ადრე კი ალჯამეინ სტერლინგთან ორ საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილს დავანოკაუტებ, მაგრამ ბრძოლა თოფურიასთან მინდა - ომალი გამარჯვების შემდეგ
დვალიშვილს დავანოკაუტებ, მაგრამ ბრძოლა თოფურიასთან მინდა - ომალი გამარჯვების შემდეგ