ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, კალიდუ კულიბალი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

კულიბალი: “გუნდში კალცონას გამო დავრჩი, ის გენიალურია“

ფრანჩესკო კალცონას დანიშვნის შემდეგ, „ნაპოლიმ“ თამაში შედარებით გამოასწორა. იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს მოსწონთ და შიდა სამზარეულოც აშკარად გამოსწორებულია.

„პარტენოპეის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კალიდუ კულიბალიმ კალცონას შესახებ ისაუბრა. Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ცენტრალურმა მცველმა კონკრეტულ დეტალს გაუსვა ხაზი.

კულიბალი:

„სკუდეტოს მოგების შემდეგ, ახალ მწვრთნელთან შეგუება და ყველაფრის ახლიდან დაწყება ძალიან რთულია. ყველა მწვრთნელს თავისი იდეების განსახორციელებლად დრო სჭირდება. „ნაპოლის“ სჭირდებოდა სპეციალისტი, რომელიც სპალეტის სამუშაოს გააგრძელებდა, მაგრამ გარსიას და მაცარის შემთხვევაში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

თუმცა დღეს „ნაპოლიში“ კალცონა მუშაობს, რომელმაც კლუბის ღირებულებების შესახებ შესანიშნავად იცის. ბევრი ფეხბურთელი სწორედ მის ხელში გაიზარდა. ამის ნათელი მაგალითი მე ვარ. მას და სარის უდიდეს პატივს ვცემ.

იცით? მე გუნდის დატოვება მინდოდა, მაგრამ კალცონამ გადამაფიქრებინა. მკითხა, თუ რატომ მინდოდა წასვლა. ავუხსენი, რომ მეტი სათამაშო დრო და ისეთი მწვრთნელი მჭირდებოდა, რომელსაც ჩემი იმედი ექნებოდა.

ამაზე კალცონამ მიპასუხა: „თუ შენ ჩემი და სარის რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებ, აუცილებლად შეუცვლელი ფეხბურთელი გახდები.“

თავიდან ეს სერიოზულად არ მივიღე, რადგან ის მხოლოდ დამხმარე მწვრთნელი იყო, მაგრამ მან ჩემს შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა. კალცონას ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად შესანიშნავად შეუძლია მუშაობა და სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ მე „ნაპოლიში“ დავრჩი.“

კალიდუ კულიბალის ამ სიტყვებს ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითიც ამყარებს. მისი დანიშვნის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი ახლიდან იპოვა. ამ საკითხზე CalcioNapoli-მაც დაწერა:

„ხვიჩა კვარაცხელია კალცონას მზრუნველობით ტოპ დონეს დაუბრუნდა. ეს სახელი სხვა ყველაფერზე მაღლა დგას. ის კალცონას ფორმაციის „ნაპოლიში“ თავს უფრო კომფორტულად მარცხენა ფლანგზე გრძნობს. მთავარი საიდუმლო კი იმაშია, თუ როგორ გუნდურობას ავლენს „პარტენოპეი.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ში მეათე გოლი გაიტანა და საკუთარი შედეგის გასაუმჯობესებლად 3 გოლი აკლია. გასულ სეზონში კვარამ სერაი ა-ში 12 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისმაელი მოსხნეს - ჩაკვეტაძეს მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის
ისმაელი მოსხნეს - ჩაკვეტაძეს მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის