ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

La Repubblica: “ხვიჩას კონტრაქტი მალე უნდა მოგვარდეს“

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი იტალიური მედიისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარი განსჯის საგანია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ავტორიტეტული გამოცემა La Repubblica წერს:

„ხვიჩა კვარაცხელია დაცული უნდა იყოს და ეს, რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს. „ტორინოსთან“ დაპირისპირება საუკეთესო დემონსტრირება იყო იმისა, თუ როგორი მაღალი დონის მოთამაშეა ხვიჩა. ის მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის სხვა გუნდებთან.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელის ჰორიზონტზე „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ იმყოფებიან, თუმცა თავად ხვიჩას ნეაპოლში ურჩევნია დარჩენა. ის თვლის, რომ საკუთარი თავის განსავითარებლად ასე ჯობს.“

შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. უკანასკნელად კი „ტორინოს“ კარი აიღო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და „პარტენოპეიმ“ მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემა Corriere dello Sport-მა კვარაცხელიაზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა და დაწერა, რომ ხვიჩა პირადი რეკორდის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საუბარი ერთ სეზონში სერია ა-ში გატანილი გოლების რაოდენობაზეა.

გასულ სეზონში კვარამ 12-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო წელს 10 გოლი დაუგროვდა და წინ კიდევ არაერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის შანსი - სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი გავა?!
ნაპოლის შანსი - სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი გავა?!