ნაპოლი
Aa
Aa

ნაპოლის შანსი - სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი გავა?!

 ხვიჩა კვარაცხელიასთვის და მისი თანაგუნდელებისთვის მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში არა ოთხეულში მოხვედრა, არამედ მეხუთე ადგილის დაკავებაც საკმარისი აღმოჩნდეს. ინფორმაციას ამის თაობაზე წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემები ავრცელებენ.

 მომდევნო სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატი იცვლება და მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. უკვე ცნობილია, რომ დამატებითი ოთხი საგზურიდან ერთს მიიღებს იმ ქვეყნის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი, რომელიც ამ სეზონის ბოლოს უეფას რეიტინგის სათავეში იქნება.

 ბოლო წლებში იტალიის კლუბების ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლის გამო, ამჟამინდელი მონაცემებით სერია A ლიდერობს 16 571 ქულით და მეორე ადგილზე მყოფ გერმანიის ბუნდესლიგას 1071 ქულით უსწრებს. მესამეზე კი 14 625 ქულით ინგლისის პრემიერლიგაა.

 ოცდარვა მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და მეხუთე პოზიციაზე მყოფ „რომას“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა დედაქალაქის კლუბს მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა დაბრუნდა!“ | როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს
„კვარა დაბრუნდა!“ | როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს