სპაერი
Aa
Aa

სპაერმა მეორე მატჩიც წააგო და კონფერენსლიგას გამოეთიშა

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, „სპაერმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 0:5 წააგო. ორი შეხვედრის ჯამში, ქართულმა გუნდმა 0:7 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩში ანგარიში მე-40 წუთზე, ტინ პლავოტიჩმა გახსნა, 3 წუთში კი საკუთარი გუნდის უპირატესობა დომინიკ ფიცმა გააორმაგა.

45-ე წუთზე სტუმრებმა პენალტი გამოიმუშავეს, რომელიც მორის მელოუნმა წარმატებულად შეასრულა, 55-ე წუთზე კი გერმანელმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა.

შეხვედრაში მეხუთე და ბოლო გოლი 72 წუთზე გავიდა - ბახვა ფუტკარაძის კარი ამჯერად იოჰანეს ეგეშტაინმა აიღო.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბერიამ ევროსეზონი დაასრულა | ლევადიამ დამატებით დროში გაიტანა და გავიდა
იბერიამ ევროსეზონი დაასრულა | ლევადიამ დამატებით დროში გაიტანა და გავიდა