სპაერი
Aa
Aa

წარუმატებელი ევროდებიუტი - სპაერი აუსტრიასთან დამარცხდა

სპაერმა“ ისტორიაში პირველად, ევროტურნირზე ითამაშა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისური გუნდი ვენის „აუსტრიას“ დაუპირისპირდა.

მატჩი ვენაში, ფრანც ჰორის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე, მანფრედ ფიშერმა გახსნა. მეორე ნახევარში რამდენიმე სახიფათო მომენტი ჩვენი გუნდის მოთამაშეებმაც შექმნეს, თუმცა უშედეგოდ.

90-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი გამოიმუშავეს - დომინიკ ფიტცის შესრულებული 11-მეტრიანი ზუსტი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს, თბილისში გაიმართება. მატჩს „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილამ ბოლომდე იბრძოლა და 86-ე წუთზე გაიტანა | ყველაფერი გორში გადაწყდება
დილამ ბოლომდე იბრძოლა და 86-ე წუთზე გაიტანა | ყველაფერი გორში გადაწყდება