ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა დაბრუნდა!“ | როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ტორინოს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. იტალიურ პრესაში „კვარას“ ბრწყინვალე თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველმა გარემარბმა საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

Calciomercato: „ის დაბრუნდა! ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. საგოლე შეტევა თვითონ წამოიწყო და თავად დააგვირგვინა. მაღალი ხარისხის მოქმედებებით მატჩის შედეგის შეცვლას ბოლომდე ცდილობდა. ყოველთვის ბურთს ითხოვდა და რამდენჯერმე ტორინოს კარის აღებასთან ახლოს იყო. ერთადერთი შეცდომა პირველ ტაიმში დაუშვა, როცა მომენტი ვერ გამოიყენა და მილინკოვიჩ-სავიჩს ვერ გაუტანა“.

Calcionapoli1926: „პირველ ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს ორჯერ იყო, მაგრამ ტორინოს მეკარემ ორივეჯერ ბრწყინვალედ ითამაშა. მეორე ნახევარში შესანიშნავი გოლი გაიტანა და თავისივე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა. მორიგი მაგია ხვიჩასგან, მაგრამ მილინკოვიჩ-სავიჩმა გამარჯვების გოლი არ გაატანინა“.

Virgilio: „პირველ ტაიმში, მისი გამოუყენებელი მომენტი სენსაციური ეპიზოდი იყო. მეორე ნახევარში, დანაშაული გამოისყიდა და ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ყველანაირად სცადა, მის გუნდს გაემარჯვებინა“.

OASport: „პირველ ტაიმში შექმნილი მომენტისას, შეეძლო, უკეთ ეთამაშა, მეორე ეპიზოდისას კი მილინკოვიჩ-სავიჩი ბრწყინვალე იყო. მესამე მომენტი გამოიყენა და გოლი გაიტანა. ნაპოლიმ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ხვიჩამ მთელ ტორინოს ტაქიკარდია მარტომ დამართა“.

Tuttonapoli: „მე-14 წუთზე შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ შუაში დაარტყა. თავური დარტყმით გოლთან ახლოს იყო. ანგარიში მეორე ტაიმში გახსნა და ერთადერთი იყო, ვინც ყველაფერს აკეთებდა“.

Tuttomercatoweb: „თუ დადგება დღე, როცა მცირე თავისუფალი სივრცის მიუხედავად, მაინც ცივსისხლიანივით იმოქმედებს და შეტევას გოლით დააგვირგვინებს, ვიტყვით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მხოლოდ ბოლო ნაბიჯი აკლია და ეს პირველ ტაიმში მიღებული მომენტისას გამოჩნდა. მეორე ნახევარში მაინც გაიტანა და იყო ფეხბურთელი, რომელიც თავის გუნდს მხრებით მიათრევდა“.

Calcionapoli24: „მოედანზე თავისუფალი გადაადგილდებოდა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, რაც სერია A-ში მეორედ გააკეთა. ყოველთვის სურდა და ცდილობდა, მატჩის სცენარი შეეცვალა“.

ცნობისთვის, ტორინოსთან“ აღებული ქულის შემდეგ, „ნაპოლის“ 44 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართლა მანქანაა“ | როგორ გამოეხმაურნენ მერაბის მიერ წონის დაფიქსირებას
„მართლა მანქანაა“ | როგორ გამოეხმაურნენ მერაბის მიერ წონის დაფიქსირებას