კრისტოფერ ოლსონი
Aa
Aa

რის გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში | შვედეთის ნაკრების მოთამაშის მდგომარეობა

შვედეთის ნაკრების ფეხბურთელის, კრისტოფერ ოლსონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. 20 თებერვალს, ოლსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გახლდათ შეერთებული.

შვედური პრესის ინფორმაციით, ცნობილი გახდა დიაგნოზი, რომლის გამოც, 28 წლის ფეხბურთელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას თავის ტვინში რამდენიმე თრომბი განუვითარდა, რაც უიშვიათესი დაავადებით გახლავთ განპირობებული. იგი კვლავინდებურად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

ექიმების განცხადებით, ოლსონის მდგომარეობა სტაბილურია და მცირე პროგრესი აქვს. ორჰუსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, ექიმები საბოლოო პროგნოზს ჯერ ვერ აკეთებენ, მაგრამ აპირებენ, ნელ-ნელა, ფეხბურთელი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნან.

ცნობისთვის, ოლსონს „არსენალში“ თამაშის გამოცდილება აქვს და „მეთოფეთა“ მაისურით 2013-14 წლებში ასპარეზობდა. „მიდტიულანდის“ გარდა, მას „აიკის“, „კრასნოდარისა“ და „ანდერლეხტის“ ღირსება დაუცვია. 20 თებერვალს, მან გონება დაკარგა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პუბლიკა მოაჯადოვა“ | კვარა ნაპოლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
„პუბლიკა მოაჯადოვა“ | კვარა ნაპოლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს