მოდრიჩი ანჩელოტის დარწმუნებას შეეცდება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი კარლო ანჩელოტისთან პირადად საუბარს გეგმავს, რათა იგი ხორვატიის ნაკრების ჩაბარებაზე დაარწმუნოს.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია იტალიელი სპეციალისტის გადმობირებას უკვე მეორედ ცდილობს. ანჩელოტიმ პირველ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
კარლოს სურს, რომ კონტრაქტი 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივლისამდე გაფორმდეს, ხოლო ხორვატებს მისი 2020 წლამდე დატოვება სურთ.
დღევანდელი ინფორმაციით კი მოლაპარაკებებში ლუკა მოდრიჩიც ჩაერთო. ცნობილი ამბავია, რომ ანჩელოტის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე სწორედ მოდრიჩი იყო.
მხარეებს ჯერჯერობით შეთანხმებამდე ბევრი უკლიათ.