მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო, მეტ ბრაუნი
Aa
Aa

„ვერ ვხედავ მებრძოლს, რომელსაც მერაბის დამარცხება შეუძლია“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი

UFC-ის ვეტერანმა მებრძოლმა, მეტ ბრაუნმა MMA Fighting-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში მერაბ დვალიშვილის დამარცხება არავის შეუძლია.

რას ამბობს ბრაუნი:

დვალიშვილი აქამდე უკვე უნდა ყოფილიყო UFC-ის ჩემპიონი. მაგრამ პრომოუშენებს ჯერ შონ ომალისგან სურთ მაქსიმალურად მეტი სარგებლის მიღება. შემდეგი ჩემპიონი მერაბი იქნება და დიდი ალბათობით, საჩემპიონო ქამარს ის რამდენიმე წლით შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ვერ ვხედავ ისეთ მებრძოლს, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია. მერაბი აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ფანტასტიკურად გამოიყურება, ის ძალიან კარგად არის გაწვრთნილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის უქმეებზე სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი შონ ომალი და მარლონ „ჩიტო“ ვერა შეხვდებიან, მათ შორის გამარჯვებული კი ტიტულს მერაბ დვალიშვილთან დაიცავს. თუმცა, ამავდროულად, ქართველი მებრძოლი ომალისა და ვერას დამზღვევი იქნება. თუ რომელიმე მათგანი ბრძოლას ჩაეხსნება, მაშინ მერაბი ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებს.

ქართველი „მანქანა“ ბოლოს ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რითაც ორგანიზაციაში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეთანხმება გვაქვს, არასწორად იქცევა“ | მალიხინმა დვალიშვილს უპასუხა
„შეთანხმება გვაქვს, არასწორად იქცევა“ | მალიხინმა დვალიშვილს უპასუხა