ჯუდ ბელინგემი, ხესუს ხილ მანსანო
Aa
Aa

ბელინგემი ორი მატჩით დასაჯეს - რეალი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. შესაბამისად, ბელინგემი „სელტასთან“ და „ოსასუნასთან“ მატჩებს გამოტოვებს.

ინგლისელი ფეხბურთელის დასჯის მიზეზი ლა ლიგის ბოლო ტურში, „ვალენსიასთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში მთავარ მსაჯთან, ხესუს ხილ მანსანოსთან ინციდენტი გახდა.

შეხვედრის ბოლოს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ჯუდ ბელინგემმა „ვალენსიას“ კარში მესამე გოლი გაიტანა, თუმცა, გოლამდე რამდენიმე წამით ადრე მანსანომ შეხვედრა დაასრულა. ამან „რეალის“ ფეხბურთელების გაღიზიანება გამოიწვია და როგორც იწერება, ბელინგემმა ესპანელ მსჯას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საგულისხმოა, რომ დისკვალიფიკაციასთან ერთად, ინგლისელს ფეხბურთელს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. ესპანურ მედიაში იწერება, რომ მადრიდის „რეალი“ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეპიზოდის გამო მსაჯთა კომიტეტმა ხესუს ხილ მანსანოც დასაჯა. ესპანელი მსაჯი საქმიანობას დროებით ჩამოაშორეს და როგორც იწერება, მანსანო ლა ლიგიდან მინიმუმ 2 მატჩით მოკვეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსაჯმა მოგების საშუალება არ მოგვცა“ - რეალის განცხადება
„მსაჯმა მოგების საშუალება არ მოგვცა“ - რეალის განცხადება