გიორგი მამარდაშვილი, ხესუს ხილ მანსანო
Aa
Aa

აღიარა, რომ შეცდა | რეალი-ვალენსიას მსაჯი მინიმუმ 2 ტურს გამოტოვებს

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „რეალს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა სკანდალურად დასრულდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-9 წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჯუდ ბელინგემმა გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან მატჩის მთავარი არბიტრის, ხესუს ხილ მანსანოს საფინალო სასტვენი ინგლისელის დარტყმამდე რამდენიმე წამით ადრე გაისმა.

ესპანური პრესის ცნობით, ადგილობრივმა სამსაჯო კომიტეტმა მანსანო დამნაშავედ გამოაცხადა და მას დისკვალიფიკაცია შეუფარდა. იგი მინიმუმ ორ ტურს გამოტოვებს და არც ვიდეორეფერის სტატუსით მუშაობის უფლება ექნება.

Archivo Var-ის ინფორმაციით, ხილ მანსანომ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. მან მომხდარის გამო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ თამაში ფრედ 2-2 დასრულდა, თუმცა „რეალის“ ქულების დაკარგვით კონკურენტებმა ვერ ისარგებლეს და სატურნირო ცხრილში სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის, რატომ უნდა წავიდნენ. აქ ყველაფერი აქვთ“ - იმპროტა კვარა-ოსიმენზე
„არ მესმის, რატომ უნდა წავიდნენ. აქ ყველაფერი აქვთ“ - იმპროტა კვარა-ოსიმენზე