მიუნხენის ბაიერნი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

BILD: ალონსოს და ბაიერნს შორის მოლაპარაკება არ არსებობს

დღეს გერმანულმა მედიამ გვამცნო, რომ ჩაბი ალონსოსა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის პირველი მოლაპარაკება შედგა და „რეკორდმაისტერმა“ ესპანელი სპეციალისტისგან პოზიტიური სიგნალები მიიღო.

ამ ინფორმაციის გაჟღერებიდან სულ მალე, ავტორიტეტულმა გამოცემა BILD-მა განახლებული ინფორმაცია შემოგვთავაზა.

წყაროს ცნობით, სიმართლეა, რომ მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ალონსომ მიუნხენურ გრანდს არაფერზე თანხმობა არ განუცხადა და მეტიც, არანაირი პოზიტიური სიგნალები არ მიუცია.

„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ბაიერნში“ მუშაობა „ლივერპულში“ მუშაობაზე პრიორიტეტული არ არის. BILD იმასაც წერს, რომ ლევერკუზენმა ჩაბის სანაცვლოდ არანაირი თანხა არ მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი ამ კონკრეტულ საკითხამდეც არ მივიდა.

ცნობისთვის, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონის გადაბირებით „ლივერპულიც“ ინტერესდება. როგორც მოგეხსენებათ, მერსისაიდულ გრანდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპი დატოვებს და პრიორიტეტი ალონსოა.

ასევე ვრცელდებოდა ხმები, რომ 42 წლის ესპანელთან თანამშრომლობის სურვილს მადრიდის „რეალიც“ გამოთქვამდა, თუმცა კარლო ანჩელოტიმ „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და „ბლანკოსში“ 2026 წლამდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ში ყველაზე გადამწყვეტი შემტევი | რას ამბობს კარლო ალვინო ხვიჩაზე
სერია A-ში ყველაზე გადამწყვეტი შემტევი | რას ამბობს კარლო ალვინო ხვიჩაზე